Fusion Plasma წარმოადგენს უახლეს პლაზმურ ტექნოლოგიას, დაფუძნებულს გერმანულ ინოვაციებზე, რომელიც ეფუძნება იონიზებული აირის ენერგიის გამოყენებას. ტექნოლოგია უზრუნველყოფს კანის უჯრედულ რეგენერაციას, გაწმენდას და გაახალგაზრდავებას არაინვაზიური, უსაფრთხო და ეფექტიანი გზით. ის უკვე დანერგილია მსოფლიო მასშტაბით წამყვან კლინიკებსა და ესთეტიკურ ცენტრებში.
ტექნოლოგიის მუშაობის პრინციპი: ფიუჟენ პლაზმა ქმნის იონიზებული აირის ნაკადს, რომელიც მოქმედებს როგორც თერმულად, ასევე მექანიკურად.
პროცედურის დროს: ენერგია აღწევს კანის ღრმა შრეებამდე და ასტიმულირებს უჯრედულ ცვლას. პათოგენების განადგურებით წმენდს კანის ზედაპირს. აუმჯობესებს მიკროცირკულაციას და ქსოვილთა ჟანგბადით მომარაგებას. ზრდის კანის უნარს უკეთ შეიწოვოს აქტიური ინგრედიენტები. ხელს უწყობს როგორც ზედაპირული, ისე ღრმა რეგენერაციას.
ძირითადი ზემოქმედების მიმართულებები:
1 - აკნეს მკურნალობა - ამცირებს ანთებას, ანადგურებს ბაქტერიებს, არეგულირებს ცხიმოვან ბალანსს და აჩქარებს შეხორცებას
2 - კოლაგენის რეგენერაცია - ააქტიურებს ფიბრობლასტებს, აღადგენს კანის სტრუქტურას, ამცირებს ნაოჭებს და აუმჯობესებს ელასტიურობას.
3 - აღდგენა და დაცვა - ამზადებს კანს პროცედურამდე, ამცირებს გვერდით მოვლენებს, აჩქარებს შეხორცებას და ზრდის გამოყენებული პროდუქტების ეფექტიანობას.
4 - პიგმენტაციის დამუშავება - ახდენს მიკროექსფოლიაციას, აქრობს ზედაპირულ პიგმენტაციას, აუმჯობესებს კანის ფერსა და ტექსტურას.
გამოყენების რეკომენდაციები: აკნე, კომედონები, პოსტ-აკნე, ფოტოდაზიანება, პიგმენტური ლაქები, წვრილი და ღრმა ნაოჭები. მოდუნებული კანი, გაფართოებული ფორები, სტრიები, ნაწიბურები, კელოიდები, ეგზემა, დერმატიტი, მგრძნობიარე კანი. პროცედურამდელი მოსამზადებელი ეტაპი და პოსტპროცედურული აღდგენა.
96.5%-ით ანადგურებს აკნეს გამომწვევ ბაქტერიებს.
ააქტიურებს კოლაგენის, ელასტინისა და ჰიალურონის მჟავას სინთეზს.
აძლიერებს კოსმეტიკური პროდუქტების ღრმა შეღწევადობას.
აუმჯობესებს კანის სტრუქტურას, ტონსა და სიმკვრივეს.
ეფექტურად ებრძვის პიგმენტაციას, სტრიებსა და ნაწიბურებს.
უსაფრთხოა ყველა ტიპის კანისთვის.
არ მოითხოვს რეაბილიტაციის პერიოდს და არ იწვევს დისკომფორტს.
კანის მოვლის სისტემის ვერტიკალური აპარატი
ჭკვიანი სისტემა თვალისა და სახის ზონის გაახალგაზრდავებისთვის
ინოვაციური კანის ანალიზატორი
მრავალსპექტრიანი სისტემა
ინოვაციური ჰიდრაფეიშლ სისტემა
კანის სრულყოფილი რემოდელირება
პლაზმური ტექნოლოგიის ინოვაციური სისტემა