როლლერის აპარატი, რომელიც ხშირად მოიხსენიება როგორც ენდოსფერული თერაპიის აპარატი, წარმოადგენს თანამედროვე, არაინვაზიურ ტექნოლოგიას, რომელიც ებრძვის ცელულიტს, ამკვრივებს კანს და აუმჯობესებს ლიმფოდრენაჟს. აპარატი 360 გრადუსით მბრუნავი როლერებით, აღჭურვილია დეზინფექციის UVC-254nm (ნანომეტრი) ულტრაიისფერი ნათებით სახელურების თვითწმენდი სისტემით, რაც ნიშნავს მეტ უსაფრთხოებას პაციენტისთვის, ჰიგიენურობას და პროფესიონალურ დონეს. აპარატი იყენებს მიკროვიბრაციისა და კომპრესიის კომბინაციას, რაც აქტიურ სტიმულაციას ახდენს კუნთებსა და კანის ქვეშ არსებულ ქსოვილებზე. ცელულიტის შემცირება — ხელს უწყობს ცხიმის მოცილებას და კანის ლიფტინგს. ლიმფოდრენაჟის სტიმულირება — ამოძრავებს ლიმფას, იცავს შეშუპებისგან და ხელს უწყობს ტოქსინების გამოდევნას. სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება — აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას და აუმჯობესებს ქსოვილების კვებას. კანის ელასტიურობის აღდგენა, სტიმულირებს კოლაგენის გამომუშავებას, რის შედეგადაც კანი ხდება მკვრივი. კუნთების მოდუნება და ტონუსის გაძლიერება — იდეალურია სტრესისა და დაღლილობის მოსახსნელად. შეშუპების და ვენური პრობლემების შემცირება — ამსუბუქებს სიმძიმის შეგრძნებას და აუმჯობესებს კიდურების საერთო მდგომარეობას.
სხეულის საკორექციო აპარატი
დიოდური ლაზერი ცხიმის არაინვაზიური მოცილებისთვის
კუნთების გამკვრივება - ცხიმის შემცირება - სხეულის ფორმის გაუმჯობესება
ვაკუუმური სლიმინგ აპარატი - სხეულის ფორმირებისა და სახის ლიფტინგისთვის
ინოვაციური რობოტული RF მასაჟის სისტემა
სხეულის მოდელირებისა და ლიმფოდრენაჟის სისტემა
ცხიმოვანი ქსოვილის უსაფრთხო და ეფექტური შემცირებისთვის
სხეულის საკორექციო აპარატი