ანტიასაკობრივი მოვლის აპარატები

მიკრონემსების აპარატი – ვაკუუმით და ორსიხშირიანი რადიოტალღით

ინოვაციური აპარატი კანის ლიფტინგისა და გაახალგაზრდავებისთვის, რომელიც აერთიანებს მიკრონემსურ თერაპიას, ვაკუუმ ტექნოლოგიას და ორსიხშირიან რადიოტალღას. VRF სისტემა უსაფრთხოდ და ეფექტურად ააქტიურებს კანის ღრმა ფენებში კოლაგენისა და ელასტინის სინთეზს, აუმჯობესებს ტექსტურას, ამცირებს ნაოჭებს და აჩენს ბუნებრივად გლუვი კანის ეფექტს.

მთავარი ფუნქციები: სახის და სხეულის ლიფტინგი. კანის ტონუსისა და სიმკვრივის გაუმჯობესება. ფორების შევიწროება. აკნესა და სტრიების ნაკვალევის შემცირება. ნაწიბურების კორექცია. ნაოჭების გასწორება. კანის სტრუქტურის გაჯანსაღება ყველა ასაკისთვის.

ტექნოლოგიის მუშაობის პრინციპი: ვაკუუმური მანიპულა იზიდავს კანზე მცირე მონაკვეთს და უზრუნველყოფს სტაბილურ კონტაქტს. მიკრონემსები (0.1–დან 4მმ-მდე რეგულირებადი სიღრმით) აღწევს დერმაში. ბიპოლარული რადიოტალღა (5MHz / 8MHz) თბურად სტიმულირებს კოლაგენს და აჩქარებს უჯრედთა რეგენერაციას. პროცედურა იწვევს კანის ბუნებრივ განახლებას, მის მკვრივობასა და ელასტიკურობას.

მანიპულები და ტექნიკური უპირატესობები: Microneedling + Vacuum + RF მანიპულა. მაღალი ხარისხის Haydon stepping motor (USA). მიკრონემსების რაოდენობა: 10 / 25 / 36 / 49 / 64. სუბების სისქე – მხოლოდ 0.18მმ (სტანდარტზე ბევრად უფრო თხელი). ნემსების ტიპები: იზოლირებული (მიზანმიმართული ზემოქმედებისთვის) და არაიზოლირებული (კანის ყველა ფენაზე ერთდროულად მოქმედი). Thermagical RF მანიპულა. 4 ზომის თერმო მანიპულა: 5×5მმ, 10×10მმ, 20×20მმ, 40×40მმ. მკურნალობა შესაძლებელია როგორც მცირე ზონებზე (თვალები, ცხვირი), ასევე სხეულის დიდ ზონებზე. ეფექტური ცხიმის შემცირებისთვის და კონტურის დასაზუსტებლად. Cooling Handle (გაგრილების მანიპულა). ამშვიდებს კანს პროცედურის შემდეგ. ამცირებს სისხლჩაქცევის და პიგმენტაციის რისკს. ხელს უწყობს ფორების შეკუმშვას და ცხელი ზონების გაგრილებას.

უსაფრთხოება და ხარისხი: აპარატში ინტეგრირებულია უსაფრთხოების იდენტიფიკატორი, რომელიც ავტომატურად ამოიცნობს კარტრიჯის ტიპს და სიღრმეს. მანიპულაში ჩამონტაჟებულია ნანოფილტრი, რომელიც არ იშვებს კანის ცხიმსა და მტვერს მოწყობილობაში.

რატომ VRF? - თანამედროვე ტექნოლოგიების სინთეზი ერთ აპარატში. მრავალპროფილური გამოყენება – სახისთვისა და სხეულისთვის. უმტკივნეულო და ეფექტური მკურნალობა. მინიმალური რეაბილიტაცია და მაქსიმალური შედეგი.

 

სიმძლავრე: 400W

სიხშირე: 5MHz და 8MHz (გადართვადი)

ეკრანი: 12.4” სენსორული

მიკრონემსების პულსი: 250–600ms

Thermagical პულსი: 1000–3000ms

სიღრმე: 0–დან 4მმ-მდე

წონა: 22 კგ

დაკავშირება: AC220V±10% 50Hz / 110V±10% 60Hz








მსგავსი პროდუქცია
7D HIFU

ინოვაციური სისტემა სახისა და სხეულის ლიფტინგისთვის

INDEEPRO

მულტიფუნქციური RF ტექნოლოგია სხეულისა და სახის კანის გაუმჯობესებისთვის

FEMTO - DERMA Fractional CO2 ლაზერი

მაღალი ეფექტურობის და მრავალფუნქციური ლაზერული სისტემა

ULTERA

ულტრათანამედროვე აპარატი ულთერაპიისთვის

Vacuum Fractional RF Microneedling – VRF6

კანის დაჭიმვისა და სტრუქტურის გაუმჯობესებისთვის

Emyoung

HIFES+RF სისტემა სახისა და კუნთების გასამკვრივებლად

PatrixR

მრავალდონიანი რადიოტალღური ტექნოლოგია

LumiGlam 1927nm

თულიუმის ლაზერი