ინოვაციური ფრაქციული ტექნოლოგია პიგმენტაციის მკურნალობისა და კანის სტრუქტურის გაუმჯობესებისთვის
LumiGlam — უახლესი თაობის არაბლაციური და სუბ-აბლაციური თულიუმის ლაზერი, რომელიც მუშაობს 1927 ნანომეტრ ტალღაზე და ზუსტად მოქმედებს ეპიდერმისისა და დერმისის გამყოფ შრეზე (D-E junction) — ზონაზე, სადაც კონცენტრირებულია მელანინი და მელანოციტები. იგი ეფექტურად ებრძვის პიგმენტურ ლაქებს, აუმჯობესებს კანის ტექსტურას და სტიმულირებს კოლაგენის ბუნებრივ სინთეზს — მინიმალური დაზიანებით და უმტკივნეულოდ.
უპირატესობები: არაბლაციური ფრაქციული ზემოქმედება — უმტკივნეულო პროცედურა სწრაფი აღდგენის პერიოდით. თულიუმის სხივი (1927nm) — იდეალურია ზედაპირული პიგმენტაციის სამკურნალოდ. ეფექტური პიგმენტური ლაქების შემცირებაში და კანის ტონის გათანაბრებაში. ფრაქციული და როლერული მანიპულები — ზონალური ზუსტი ზემოქმედება სახის და სხეულის სხვადასხვა უბანზე. სპეციალური გინეკოლოგიური თავაკი — ინტიმური ზონის რემოდელირებისა და გაახალგაზრდავებისთვის. Android მართვის სისტემა ინტუიციური ინტერფეისით. ინტეგრირებული დეზინფექციის კამერა — თავაკების ავტომატური დამუშავება პროცედურებს შორის.
ჩვენებები: მელაზმა, ლენტიგო და სხვა ტიპის პიგმენტაცია. კანის ტონისა და ტექსტურის გაუმჯობესება. გაფართოებული ფორები. წვრილი ნაოჭები. აკნეს ნაწიბურები. თმის ცვენის პრევენცია (როლერული მანიპულით). ინტიმური ზონის გაახალგაზრდავება და გენიტალური ესთეტიკა.
აპარატი აღჭურვილია თულიუმის ლაზერით, რომლის გამოსხივება
1927 ნანომეტრს შეადგენს. სიმძლავრე რეგულირდება
15-დან 30 ვატამდე, ხოლო პულსის ხანგრძლივობა მერყეობს
0.1-დან 10 მილიწამამდე. წერტილოვანი ენერგია შეადგენს
0.2-დან 150 მიკროჯოულამდე. მოყვება სამი ტიპის მანიპულა:
ფრაქციული (6×6, 12×12 და 20×20 მმ ზომებით), როლერული
(6×6 და 12×12 მმ — თმის ცვენის სამკურნალოდ) და
გინეკოლოგიური (45°-იანი). მართვის ინტერფეისი წარმოდგენილია
დიდი, 13.3 ინჩიანი Android ეკრანით. აპარატის მთლიანი
სიმძლავრეა 600 ვატი. მუშაობს როგორც 110V, ასევე
220V ძაბვაზე. კორპუსის ზომებია 500×400×1000 მმ,
წონა — 35 კგ, შეფუთვით — 90 კგ.
ინოვაციური სისტემა სახისა და სხეულის ლიფტინგისთვის
მაღალი ეფექტურობის და მრავალფუნქციური ლაზერული სისტემა
კანის დაჭიმვისა და სტრუქტურის გაუმჯობესებისთვის
უახლესი თაობის ლაზერული სისტემა კანის ზედაპირის უსაფრთხო განახლებისთვის
მიკრონემსების აპარატი – ვაკუუმით და ორსიხშირიანი რადიოტალღით
კანის გაახალგაზრდავებისა და რემოდელირებისთვის
ულტრათანამედროვე აპარატი ულთერაპიისთვის
HIFES+RF სისტემა სახისა და კუნთების გასამკვრივებლად