კოსმეტოლოგიური აპარატები

პლაზმური ტექნოლოგიის ინოვაციური სისტემა

PlasmaTech არის უახლესი თაობის არაინვაზიური პლაზმური აპარატი, რომელიც განკუთვნილია კანის მრავალმხრივი ესთეტიკური პრობლემების უსაფრთხო და ეფექტური მოგვარებისთვის. მისი უნიკალური ტექნოლოგია მუშაობს დაბალი ტემპერატურის ატმოსფერული პლაზმით, რაც უზრუნველყოფს კანის სტერილიზაციას, რეგენერაციასა და მკურნალობას უმტკივნეულოდ. 

გამოიყენება: თვალის ქუთუთოების ლიფტინგისთვის. წვრილი ნაოჭებისა და “smoker lines”-ის მოსაშორებლად. კანის ლაქების, პიგმენტაციისა და ნაწიბურების კორექციისთვის. სტრიებისა და აკნეს ნაწიბურების მკურნალობისთვის. მეჭეჭების, კანის ნიშნების და ცხიმოვანი წარმონაქმნების მოსაცილებლად. კანის გამკვრივებისა და კოლაგენის სტიმულაციისთვის.

TDDS სისტემა (Transdermal Drug Delivery System)

პლაზმა დროებით ხსნის უჯრედშორის კავშირებს და ხელს უწყობს აქტიური ნივთიერებების ღრმა შეწოვას კანის სტრუქტურებში. შედეგად, მკურნალობის ეფექტი იზრდება, კანი სწრაფად იბრუნებს სიმკვრივეს და ბზინვარებას.

აპარატს მოჰყვება: ქირურგიული პლაზმის ნემსი – ზუსტი ზედაპირის სუბლიმაციისთვის. პლაზმური შხეფური მანიპულა – სტერილიზაციისა და უჯრედული სტიმულაციისთვის. ყინულის მანიპულა – ტკივილის შემცირებისა და დამამშვიდებელი ეფექტისთვის. PlasmaTech არის პროფესიონალური არჩევანი კლინიკებისა და ესთეტიკური ცენტრებისთვის, ვინც აფასებს ინოვაციას, შედეგს და ხარისხს.

ინტელექტუალური მართვის პანელი 12.1” სენსორული ეკრანით.
3 სამუშაო რეჟიმი: წერტილოვანი, იმპულსური, უწყვეტი.
4 იმპულსური მოდულაცია. ენერგიის დონე: 1–8. 
პლაზმის სიმძლავრე: 300W. ყინულის მანიპულის სიმძლავრე: 50W
კვების ძაბვა: AC220V±10% / 110V±10%. აპარატის ზომა: 330×321×330 მმ.
შეფუთვის ზომა: 430×440×415 მმ.







მსგავსი პროდუქცია
ინოვაციური DPL სისტემის აპარატი

კანის სრულყოფილი რემოდელირება

CELL LIGHT

მრავალსპექტრიანი სისტემა

მრავალფუნქციური 9/1

კანის მოვლის სისტემის ვერტიკალური აპარატი

Aqua Star * 10/1 - ში

ინოვაციური ჰიდრაფეიშლ სისტემა

Magic EYES

ჭკვიანი სისტემა თვალისა და სახის ზონის გაახალგაზრდავებისთვის

Fusion Plasma

ინოვაციური პლაზმური ტექნოლოგია კანის სრულყოფილი განახლებისთვის

All-in-One

ინოვაციური კანის ანალიზატორი