ბიზნეს წარმატებები და ჯილდოები


SGBA ჯილდო – გამორჩეული ბიზნესწარმატებისთვის. 2025 წელს კომპანია Meditech Georgia დაჯილდოვდა SGBA – Successful Georgian Business Association-ის მიერ, როგორც ერთ-ერთი გამორჩეული და დინამიკურად განვითარებადი კომპანია აპარატული ესთეტიკის სექტორში.

SGBA-ს პირველი მასშტაბური დაჯილდოების ღონისძიება მიზნად ისახავდა იმ ქართული კომპანიების დაფასებას, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი პროფესიონალიზმით, ინოვაციური ხედვითა და ეთიკური ბიზნესპრაქტიკებით. ცერემონიას ესწრებოდა 100-ზე მეტი წამყვანი კომპანიის, მედიისა და ბიზნესწრის წარმომადგენელი.

ეს აღიარება ჩვენთვის წარმოადგენს არა მხოლოდ პრესტიჟულ ჯილდოს, არამედ დამატებით მოტივაციას — განვაგრძოთ განვითარება, გავამყაროთ ხარისხის უმაღლესი სტანდარტები და შევინარჩუნოთ ლიდერის პოზიცია ქართულ ბაზარზე.